შვიდწლიანი არსებობის მანძილზე კავშირი ”კავკასიის მწვანე სივრცე” აქტიურად მოღვაწეობს შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში და ხელმძღვანელობს საქართველოს მდგრადი განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული პრინციპებით.

ჩვენ ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მქონე ფაქტორების შეძლებისდაგვარად შემსუბუქებას და გვსურს წვლილი შევიტანოთ საქართველოს გარემოს დაცვის საქმეში.
ჩვენ მონაწილეობას ვღებულობთ გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმირებულობის ამაღლების ღონისძიებებში, სადაც დიდი ყურადღება ექცევა მოსახლეობის განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართულობას. ჩვენ ვიზიარებთ გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და სხვადასხვა ეროვნულ პროექტებსა და გეგმებში საზოგადოების მონაწილეობის ჩართულობის აუცილებლობას და მხარს ვუჭერთ ამ მიდგომას.

დასახული მიზნების მისაღწევად ვქმნით საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კრეატიულ და საქველმოქმედო ცენტრებსა და კლუბებს, როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში. ორგანიზებას ვუკეთდებთ ეროვნულ და საერთაშორისო გარემოსდაცვით ღონისძიებებს, ვაწყობთ ახალგაზრდულ ეკო-ბანაკებს, სემინარებს, სტუდენტურ კონფერენციებსა და გამოფენებს. ჩვენს მუშაობაში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას..
ჩვენ ყოველდღე ვიბრძვით ლამაზი და ჯანმრთელი გარემოსათვის.

დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ Matra-ს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სოციალური გარდაქმნების პროგრამის ფარგლები

ვებ უზრუნველყოფა: www.sandroasatiani.com