პროექტი #2
 

ცელოფნის პარკები აბინძურებს ბუნებას და საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას! აუცილებელია გამოინახოს რეალური საშუალებები ერჯერადი ცელოფნის პარკებით მიყენებული ზიანის შესამცირებლად. თუ ჩვენმა საქმიანობამ მთავრობის მხარდაჭერა მოიპოვა და ქვეყანაში კანონით აიკრძალა ან შეიზღუდა ერთჯერადი ცელოფნების მოხმარება ჩვენ სიამაყით ვიტყვით, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ მომავალი თაობებისათვის ჯანმრთელი და ლამაზი გარემოს შენარჩუნების საქმეში.

ეს ისტორია კი 2 წლის წინ დაიწყო. კავშირის “კავკასიის მწვანე სივრცის” პროექტების კოორდინატორი მაია ოჩიგავა ქ. ქობულეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს გარემოსდაცვითი პროექტის “ქ. ქობულეთის არაკანონიერი ნაგავსაყრელების ინვენტარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით!” ერთობლივად განხორცილების მიზნით შეხვდა. როდესაც ზემოაღნიშნული პროექტი წარმატებულად დასრულდა ქ. ქობლეთის მე-2-ე საჯარო სკოლის მე-11-ე კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ. მათ ლოზუნგით ”უარი თქვი ერთჯერად ცელოფნის პარკზე!” საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის სახელზე მიმართვა მოამზადეს და გადაწყვიტეს ამ იდეის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაეწყოთ. ამ საქმეში მათ კვლავ “კავკასიის მწვანე სივრცე” დაეხმარა. ორგანიზაციის ექსპერტების მიერ შემუშავდა სათანადო პროექტი და იქნა მოპოვებული დაფინანსება MATRA-ს სოციალური გარდაქმნების პროგრამის ფარგლებში.

ამის შემდეგ ბუნების ახალგაზრდა ქომაგებმა დიადი საქმე წამოიწყეს, თუმცა პირველ რიგში მათ უნდა გაეგოთ თუ რატომ არის ცელოფნის პარკები ასეთი მავნებელი. პროექტში ჩართული გარემოს დაცვის სპეციალისტები და საკითხში ჩახედული ახალგაზრდები დაეხმარნენ დაინტერესებულ თანატოლებს საკითხის უკეთ შესწავლაში, შეეცადნენ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებინათ და ყველა შეკითხვაზე პასუხი ადვილად გასაგები ენით გაეცათ.

მოაზროვნე ხალხის უკეთ მოსაზიდად, პროექტში ჩართულმა ახალგაზრდა ლიდერებმა მოაწყვეს საზოგადოებრივი აქციები ქ. თბილისში, ქ. ქობულეთში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში და ქ. ფოთში, სადაც წარადგინეს კამპანიის იდეა და მიზნები. აქციების დროს შეგროვდა საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვის მხარდამჭერი ხელმოწერები, რითაც დასტურდება ერთჯერადი ცელოფნების ხმარებიდან ამოღების მომხრეთა სიმრავლე. მათ ასევე შემოუერთდნენ ჩოხატაურის რაიონის ორგანიზაციები. აქციებში მონაწილე მოსწავლეებს დაურიგდათ მაისურები კამპანიის ლოგოთი და წებოვანი ფურცლები სადაც ასევე კამპანიის ლოგო და ლოზუნგი იყო დაბეჭდილი. ყველაზე აქტიურ სკოლას წამახალისებელ საჩუქრად ვიდეოკამერა გადაეცა.

ახალგაზრდა აქტივისტების მიერ განხორციელებული ცოდნის დონის ამაღლების კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაციები, მოეწყო დისკუსიები სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასმთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ხოლო ინოვაცია, რომელიც პროექტში იქნა ჩაფიქრებული, იყო პირველი ელექტრონული გარემოსდაცვითი ფოტო ჟურნალის გამოცემა საქართველოში. ელექტრონული გარემოსდაცვითი ჟურნალის პირველი თემა ნარჩენებს შეეხება, შემდგომში ნავარაუდევია სხვა გარმოსდაცვითი საკითხების განხილვაც. ელექტრონულ ჟურნალი სხვა საინტერესო მასალებთან ერთად განთავსებულია სწორედ ამ ვებ-გვერდზე, სადაც თქვენ ახლა იმყოფებით. ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ ბევრი საინტერესო იფორმაცია ამოიკითხოთ ნარჩენების პრობლემების და მათი მოგვარების თაობაზე, საკუთარი აზრი გამოთქვათ და წერილი გამოგვიგზავნოთ და ასევე ხმა მისცეთ მოსწავლეთა აქციას “უარი თქვი ერთჯერად ცელოფნის პარკზე!”. ვიმედოვნებთ, რომ ჟურნალი და ვებ-გვერდი საინტერესო იქნება როგორც ახალგაზრდა ისე უფროსი ასაკის საზოგადოებისთვის. იგი დაეხმარება მკითხველს უკეთ გაიცნოს გარემოს დაცვის სფერო და გაითავისოს მისი მნიშვნელობა.

ბოლო სიტყვა
ამ პროექტის საშუალებით ერთად თავმოყრილმა ახალგაზრდების ენთუზიაზმმა და შრომამ ქვეყანაში ნარჩნების პრობლემისადმი საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ცელოფნის პარკების აკრძალვის მომხრეთა ხელმოწერების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა. გამომდინარე იქიდან რომ ეს საკითხი ბევრ ადამიანს აწუხებს როგორც ზევით მოგახსენეთ საქართველოს მოსწავლეთა სახელით ქ. ქობულეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაგეგმილი აქვთ ქვეყნის პრეზიდენტს გადასცენ მიმართვა და ათასობით ხელმოწერა და სთხოვონ მხარდაჭერა საქართველოში ცელოფნის პარკების მოხმარებიდან ამოღების თაობაზე.

დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ Matra-ს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სოციალური გარდაქმნების პროგრამის ფარგლები

ვებ უზრუნველყოფა: www.sandroasatiani.com